28 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებს.

ანზორ მელია ზუგდიდელებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ არსებულ პრობლემებს გადაჭრის და ადგილობრივებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

"მე უზუგდიდოდ ერთი წუთიც არ მიცოცხლია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზუგდიდი არ უნდა შევარცხვინო. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისში როცა გადადიან და წარმატებას აღწევენ, ავიწყდებათ, საიდან არიან, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ მე ზუგდიდელი ვარ. ეს თვისებები ზუგდიდმა გამომიმუშავა," - აღნიშნა ანზორ მელიამ.

დღის ამბები