28 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა და პრობლემა დღეს არის უმუშევრობა და დასაქმება, ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - პრემიერი

არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები აქტიურად ემზადებიან. "ქართული ოცნება" იმერეთის შემდეგ მერობის კანდიდატებს დღეს დილიდან რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში წარადგენს. მმართველმა პარტიამ ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარუდგინა საზოგადოებას. ცაგერში გამარჯვებისთვის გიორგი ნემსაძე იბრძოლებს.

სხვა ქალაქების მსგავსად, ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

ამასთან, პრემიერმა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

"ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი გონივრული მართვით და საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი ძალა.

გამოდიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას. მათთვის საკმარისია, იმოგზაურონ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ გზების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ყველა იმ საქმის გაკეთება არ არის საკმარისი. ჩვენი ხალხის, ჩვენი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ხალხის მთავარი გამოწვევა და პრობლემა დღეს არის უმუშევრობა, დასაქმების საკითხები, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს და არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი.

7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ყველა რეგიონი განვითარდეს თანაბრად და სიკეთე გადანაწილდეს თანაბრად ჩვენს მოსახლეობაზე.

რა თქმა უნდა განვავითარებთ ტურიზმს და სპეციალურ პროგრამებს წარმოგიდგენთ ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები