28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ვინ იბრძოლებს მმართველი გუნდიდან ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში - "ოცნებამ" იმერეთში მერობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა

"ქართულმა ოცნებამ" იმერეთში მერობის კანდიდატების წარდგენები დაასრულა. პრემიერ-მინისტრმა დღეს ხონელებს ლადო ჯურხაძე პირადად წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება გამახვილდა რეგიონების განვითარებაზე, ტურიზმის ხელშეწყობის აუცილებლობაზე, სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად მმართველმა გუნდმა მასშტაბური პროექტების განხორციელება შეძლო. მისივე თქმით, გამოწვევები და პრობლემები ისევ არსებობს, რომლის მოგვარებაზეც ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს.

ხონის შემდეგ მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატი წყალტუბოში წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. 

მთავრობის მეთაურმა დღეს ჯერ ტრიბუნიდან, შემდეგ კი ჟურნალისტებთან წყალტუბოდანვე უპასუხა პარტია "ლელოს" ლიდერს. ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გზების რეაბილიტაციის საკითხს ეხებოდა. პრემიერმა ხაზარაძე სიცრუეში დაადანაშაულა.

პრემიერი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენებს განაგრძობს. მმართველი გუნდი ხვალ ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მერობის კანდიდატებს წარადგენს.

დღის ამბები