28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტია ადიგენის ერთ-ერთი ოლქის დეპუტატობის კანდიდატმაც დატოვა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ამჯერად ადიგენში დატოვეს. საუბარია სოფლების, ლელოვანისგორგულისა და სამყურის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატ თენგიზ საგინაძეზე.

ირკვევა, რომ მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. დღეს, სხვადასხვა ქალაქში გახარიას პარტია "საქართველოსთვის" უკვე მეშვიდე წევრმა დატოვა.

დღის ამბები