28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ყველა ორსული უნდა აიცრას Pfizer-ით, ეს თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დელტა შტამი განსაკუთრებულად საშიში ორსულებისთვის აღმოჩნდა და მათ მოუწოდებს, ფეხმძიმობის პერიოდში pfizer-ით აუცილებლად 2-ჯერ აიცრან. 

"დელტა შტამი აღმოჩნდა ძალიან ვერაგი ორსული ქალბატონების მიმართ, შარშან ჩვენ გვქონდა ერთი სამწუხარო გარდაცვალების შემთხვევა, წელს ცამეტია და მგონი, დაემატა ცამეტს უკვე გუშინ-გუშინწინ. 20-25 ათასი ორსულია ერთდროულად ქვეყანაში დღეს. ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას Pfizer-ით და ორსულობის პერიოდში გააკეთონ ორი აცრა Pfizer-ის. ეს თითქმის 25-ჯერ, მეტჯერ შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და ძალიან უფრო მაღლა, დაახლოებით ორი ათეულით შეამცირებს გარდაცვალების და გართულების რისკს ორსულებში,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები