28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს

"კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე საათის წინ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს, სავარაუდო დამნაშავე კი იდენტიფიცირებულია. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

ბიზნესმენი განმუხურში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს.

მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია. ამ წუთებში, ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს. 

ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას, ძირითადად, რუსეთში ეწეოდა. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ვახანია წარსულში ზუგდიდის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები