28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროსგან შეღავათებს მიიღებენ  

შეღავათი სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის იუსტიციის სამინისტროსგან - უწყება იმ პირებს, რომელთაც ორივე დოზა ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვთ, ორი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ, ან განახევრებული ფასებით მოემსახურება.

დაწესებული შეღავათების მიღებას ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე შეძლებენ. 

"მოქალაქე შეძლებს დაარეგისტრიროს ინდივიდუალური მეწარმე, შეიტანოს ცვლილებები ან გააუქმოს იგი სრულიად უფასოდ. ასევე, შეუძლია სრულიად უფასოდ განაახლოს ამონაწერი უძრავ ქონებაზე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. განახევრდება გადასახადი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობის ასაღებად და ასევე ID სერტიფიკატის გასაახლებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს წინასწარი ჯავშნის გარეშე,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა. 

დღის ამბები