28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მლნ დოლარის ღირებულების "ჯაველინების" შესაძლო მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების "ჯაველინის" რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კონგრესს ოფიციალურად უკვე ეცნობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 გამშვები დანადგარის შესყიდვის თხოვნით მიმართა.

სააგენტოს პრეს-რელიზის თანახმად, აღნიშნული ტექნიკა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორია და რომ ჯაველინის სისტემა საქართველოს დაეხმარება გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა.

დღის ამბები