28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს - შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო

საქართველოში დაკარგული ავსტრალიელი ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა იპოვეს. მას "ეშმაკის ბორბლიდან" რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ტყეში მიაკვლიეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ ცხედარს ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. დეტალების შესწავლას თბილისში ავსტრალიის კონსული გეგმავს. "კურიერის" ინფორმაციით, ის საქართველოში თურქეთიდან ჩამოვა. შანაე ბრუკის მეგობრები ყვებიან, რომ 31 წლის ქალს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

უცხოელ პედაგოგს, კინოლოგები, დრონები და მაშველები ეძებდნენ. ავსტრალიის მოქალაქეს მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. შანაე ბრუკის კვალი ტყის მასივში გუშინ საღამოს, 5 საათისთვის დაიკარგა. სწორედ ამ დროს განხორციელდა 31 წლის ქალის ტელეფონიდან ბოლო ზარი. ის დახმარებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად 143-ე - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. თუმცა არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

დღის ამბები