28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
შეერთებული შტატები რუსეთის 182 მოქალაქეს საკუთარი დიპლომატიური მისიებიდან გაათავისუფლებს

შეერთებული შტატები რუსეთის 182 მოქალაქეს საკუთარი დიპლომატიური მისიებიდან გაათავისუფლებს - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიზეზად რუსეთის კანონმდებლობას ასახელებს, რომელიც ადგილობრივი მოქალაქეების სამსახურში აყვანას კრძალავს.

აღნიშნული კანონი რუსეთში აპრილში მიიღეს, რომლის ამოქმედებაც თვის ბოლოდან მოხდება. მანამდე რუსეთში მოქმედი მრავალი საელჩო, საკონსულო და კულტურის ცენტრი ადგილობრივ თანამშრომლებს ასაქმებდა.

დღის ამბები