28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ოპოზიციამ გამოცდილება უნდა გადაიაზროს და უფრო ადეკვატური გეგმა უნდა შექმნას - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია "ლელომ" შესაძლოა პარლამენტი დატოვოს, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემთხვევაში პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს. ფრაქცია "ლელომ" ამის შესახებ განცხადება გაავრცელა. "ლელოს" წევრები დარწმუნებული არიან, რომ სხვა პარტიებიც იზიარებენ მათ მოსაზრებას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ისინი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს კი დამოკიდებული იქნება იმაზე როგორ იმოქმედებს "ქართული ოცნება და როგორ ჩაივლის თვითმმართველობის არჩევნები.  ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია რომ ქართული ოცნება 43%-ის მიღებას ვერ შეძლებს და ოპოზიციის ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს.

ბოიკოტიდან და პარლამენტიდან გასვლას შეცდომას უწოდებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი და ამბობს, რომ ოპოზიციამ გასულ თვეებში მიღებული გამოცდილება უნდა გადაიაზროს და აქედან გამომდინარე უფრო ადეკვატური გეგმა უნდა შექმნას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები აღარ იქნება დამოკიდებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე, თუმცა ამბობენ რომ ამას განსაზღვრავს ერთის მხრივ სახელისუფლებო პარტიის ნება და მეორეს მხრივ პოლიტიკური მზაობა კოალიციური მთავრობის შექმნისთვის.

გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ქაოტურ სიტუაციაშია და მათი ერთიანობა მხოლოდ სიტყვიერია.

დღის ამბები