28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
საქართველო აშშ-ის 2022 წლის ბიუჯეტში - რა შეფასებები გაკეთდა საქართველოში დოკუმენტთან დაკავშირებით

შეერთებული შტატების 2022 ფისკალური წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების შესახებ. კანონპროექტის საკუთარი ვერსია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა. კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს შტატების პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 

კანონპროექტი ითვალისწინებს "რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან" არანაკლებ 305 მლნ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. 

დოკუმენტთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს კანონპროექტი მიუთითებს საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაზე და  იმას რომ საქართველო აშშ-ის საგარეო დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ ადგილს იკავებს.

"ქართული ოცნების" წევრის გივი მიქანაძის თქმით, დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.

"შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტი, ეს არის პოლიტიკური გზავნილი და პოლიტიკური გზავნილის დოკუმენტი," - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები