სომალის ქალაქ კისმაიოში ააფეთქეს ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა.
Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხუთი სპორტსმენი გარდაიცვალა.
არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12-ზე მეტი ადამიანი, ხოლო რამდენიმეს ამ დრომდე ეძებენ.
თავდამსხმელების ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბააბის" მიერ იყოს მოწყობილი.