28 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
მხარდაჭერას ვუცხადებ იმ 53 ჟურნალისტს, რომლებსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ ძალადობრივი ჯგუფები - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონი 5 ივლისის შესახებ წუხილს გამოთქვამს და ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს.

"მსურს დასაწყისშივე გამოვხატო მხარდაჭერა თქვენს მიმართ, ქართული მედიის მიმართ და განსაკუთრებით იმ 53 ქართველი ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც 5 ივლისს, თავს დაესხნენ ძალადობრივი ჯგუფები.

"ქართული ოცნების" განცხადებებმა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რათა ჯეროვნად დაეგმოთ დაუსჯელობა და რაღაც მომენტში, კიდევაც წაახალისეს დამნაშავეები, არის ძალიან საშიში ნიშანი დემოკრატიის უკან დახევის.

დაცვა მედიის, თუნდაც ისეთივე პოლარიზებულის, როგორიც გახლავთ საქართველოში, ევროკავშირის ფუნდამენტალური ღირებულებაა. სხვა ევროკავშირის ღირებულებები ჩადებულია დევიზში - გაერთიანებული მრავალფეროვნებისთვის.

მრავალფეროვნება ნიშნავს დაცვას ყველასი და ყველაფრის, თქვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების. მაგრამ, ასევე უმცირესობების. საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებით და პატივისცემით ფუნდამენტალური ღირებულებების, არის მიღებული და პატივნაცემი ევროკავშირში,"- აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა

დღის ამბები