28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ივნისში ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

ივნისში ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა - ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, ეს არის 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის, ტრანსპორტის და მშენებლობის დარგებში. კლებითი ტენდენცია კი სამთო მოპოვებით მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.

დღის ამბები