ბრაზილიაში მოთოვა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაეცა. ღამის საათებში 30-ზე მეტ ქალაქში მოთოვა.
უამინდობამ გავლენა უკვე იქონია ბრაზილიაში წარმოებული ყავისა და შაქრის ფასებზე. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა ზარალი მიადგეთ ფერმერებს. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ბრაზილიაში ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო კლებას ვარაუდობენ.