უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი პილოტია. შემთხვევა მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნამ გამოიწვია, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა.
დაღუპული მგზავრები შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.