28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"ნაცმოძრაობამ" არც კი სცადა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს... საქართველოში მივდივარ" - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე" წერს - მან საკუთარ გვერდზე გააზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინტერვიუ გამოცემა Euractiv-თან, რომლის სათაურია "ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა". კრამონი ინტერვიუს უაზროს უწოდებს. 

"საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებულად უაზროა. "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად," - წერს კრამონი. 

ამასთან, ევროპარლამენტარი კიდევ ერთ პოსტში "ქართულ ოცნებასთან" ერთად ოპოზიციასაც აკრიტიკებს :

"სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არც კი უცდია ხელი მოეწერა საერთო შეთანხმებაზე ევროკავშირთან. ასე რომ, ორივე მხარე თამაშობს საშინელ პოლიტიკურ თამაშს საკუთარი მოქალაქეების წინაშე," - აღნიშნავს კრამონი. 

ასევე, ის "ტვიტერზე" წერს, რომ საქართველოში მოემგზავრება :

"კიევში ვარ და საქართველოში მივდივარ", - აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი. 

დღის ამბები