28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებლები - რამდენი ადგილი დაემატა პაციენტებისთვის კლინიკებში და გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრებში ასაცრელი პუნქტები

ჯანდაცვის უწყება საველე ჰოსპიტლების გასაშლელად ემზადება - სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უმძიმესი ეპიდვითარების გამო, კლინიკებში და კოვიდსასტუმროებში ადგილები აღარ დარჩეს და ექიმებს პაციენტების მიღება საველე პირობებში მოუხდეთ.

ამ ეტაპზე კი, კლინიკებში საწოლებს ამატებენ, ხდება კოვიდსასტუმროების მობილიზება, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს ეთმობა, ვინაიდან ე.წ. ინდური შტამი არასრულწლოვნებში ყველაზე ადვილად ვრცელდება.

კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებლების შესამცირებლად, ჯანდაცვის უწყება ხსნის დამატებით ვაქცინაციის პუნქტებსაც, მათ შორის სავაჭრო მოლებში.

COVID-19-ით სიკვდილიანობის შესაჩერებლად, დღეში მინიმუმ 25 ათასი მოქალაქის ვაქცინაციაა საჭირო. 

მოსახლეობას აცრის თხოვნით დღეს ამერიკის ელჩმა ქართულად მიმართა.

დღის ამბები