28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ეს პიკი, სავარაუდოდ, 1 კვირა - 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ქვეყანა მძიმე ლოკდაუნზე აღარ წავა - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება. კრიტიკულ ზღვარზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას კატასტროფულს უწოდებენ. 

"ინფიცირების ზრდა ჯერ, რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყო ნელი ტემპით ზრდა. ჩვენ ისევ პიკში ვართ, ყველანაირი გათვლებით. ვფიქრობთ, რომ ეს პიკი, სავარაუდოდ, 1 კვირა - 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი უნდა დაიწყოს ინფექციამ ქვესვლა, ოღონდ ასევე ნელი ტემპით. გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა მძიმე ლოკდაუნზე აღარ წავა," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

თენგიზ ცერცვაძე კი მოსახლეობას პირობას აძლევს, თუ ისინი ყველა რეგულაციას დაიცავენ, სიტუაცია მართვადი გახდება. 

"საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ ყველა შეზღუდვა მოხსნილიყო. ამაზე სახელმწიფო წავიდა, თუმცა ამაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახლა, ყველა კმაყოფილი ვერასოდეს იქნება. თუ რეგულაციებს დავიცავთ, გაძლევთ პირობას, რომ ასეთ შემთხვევაში სიტუაცია მართული იქნება,"- აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები