28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლით აირჩია რუსეთის გზა - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებით ხელისუფლება რუსეთის გზას დაადგა. 

"ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის თავის რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რომ ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენევნებზე, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებს, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები.

ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენ საერთშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ ცხოვრებაში გატარდეს. ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად, ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა.

არ გამოვრუცხავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ხეშეკრულების უპატივცემულობა, გადაგდებების სერია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მიაქანებს რუსთის იმპერიისკენ. შარლ მიშელის ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, ან ქვეყანა განვითარდება ევროპული ვექტორის მიმართულებით და დაიწყება ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები. დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლით აირჩია რუსეთის გზა,"-აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. 

დღის ამბები