ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. 90 კიოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ბექაური გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და მეტოქე შესანიშნავ სტილში დაამარცხა.
20 წლის ბექაურმა საჩემპიონო გზაზე გერმანელი ძიუდოისტის გარდა რუსი, უზბეკი, ებრაელი და პოლონელი სპორტსმენები დაამარცხა. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ნახევარფინალი,სადაც ბექაურმა უშეღავათო ორთაბრძოლაში პრინციპულ მეტოქეს, რუსს მიხეილ იგოლნიკოვს აჯობა.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია,ერთი ოქრო და ორი ვერცხლი,სამივე სინჯის მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ჩემპიონობის შანსი ქართულ დელეგაციას 29 ივლისსაც ექნება. ხვალ ძიუდოისტთა ტურნირზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.