28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"მედიათავისუფლება და ჟურნალისტური საქმიანობა კონსტიტუციით დაცული უფლებაა, რაც საჭიროებს დაცვას" - კელი დეგნანი

5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის ელჩი. კელი დეგნანი მომხდარს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამის საწინააღმდეგოდ აუცილებელია მკაფიო მესიჯის დაფიქსირება, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი. 

აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ მედიათავისუფლება და ჟურნალისტური საქმიანობა კონსტიტუციით დაცული უფლებაა. 

"ვისაც ნამდვილად სჯერა დემოკრატიის, ყველა აცნობიერებს, რომ მედიას ცენტრალური როლი აქვს ჯანსაღ და განვითარებულ დემოკრატიაში. მრავალფეროვანი, პლურალისტური, ძლიერი მედია არ ის, ვინც აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხვადასხვა საკითხებზე. საზოგადოებას სურს მიიღოს ინფორმაცია არამხოლოდ ერთი მხარისგან არამედ სხვა წყაროებიდანაც.

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენებს, ცხადია ეს იყო შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელი. ეს იყო კარგად ორგანიზებული პროცესი და იმ ნიმუშის ნაწილი რასაც წელიწად-ნახევარია თვალს ვადევნებთ. ამის საწინააღმდეგოდ აუცილებელია მკაფიო მესიჯის დაფიქსირება, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი.

მედია თავისუფლება და ჟურნალისტური საქმიანობა კონსტიტუციით დაცული უფლებაა, რაც საჭიროებს დაცვას. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ისეთი გარემო, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ პროფესიული საქმიანობა უსაფრთხოდ დაშინების გარეშე.

კარგია, რომ კონკრეტული პირები უკვე დააკავეს, გამოძიება მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია სრული და ყოვლის მომცველი გამოძიება, ამისთვის დროა საჭირო. პოლიციას სათანადო გამოცდილება აქვს ამის გამოსაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენების ორგანიზატორები დააკავონ. აუცილებელია დაფიქსირდეს გზავნილი, რომ ძალადობა, ორგანიზებული თავდასხმები ჟურნალისტებზე და სხვა მოქალაქეებზე, ასევე სიძულვილის ენა არის მიუღებელი. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სამართლებრივი შედეგი. ეს მნიშვნელოვანია, როცა საარჩევნო პროცესში შედის ქვეყანა და როცა ჟურნალისტებმა უნდა შეასრულონ თავის საქმიანობა,“ - აცხადებს კელი დეგნანი.

 

დღის ამბები