28 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
პარიზის ცენტრში Chaumet-ს საიუველირო მაღაზია გაძარცვეს - წაღებულია 3 მილიონამდე ევროს ღირებულების ძვირფასეულობა

პარიზის ცენტრში ძარცვა მოხდა. შანზ-ელიზეზე მდებარე საიუვილერო მაღაზიიდან წაღებულია 2-დან 3 მილიონამდე ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული მძარცველი მაღაზიაში საღამოს საათებში სკუტერით მივიდა და მოპარული სამკაულებით ადგილიდან სკუტერითვე მიიმალა. პოლიცია მძარცველს ეძებს.

დღის ამბები