28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
სიმართლე რომ მათ მხარეს იყოს, ქართველი ხალხიც მათ მხარეს იქნებოდა – მამუკა მდინარაძე ენმ-ზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და მისი შეფასებით, ყალბი ნარატივის შექმნას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

თუმცა მდინარაძის შეფასებით, მათ ეს პროექტი "ჩაუვარდათ" და ვერ განახორციელეს.

"ეს იყო პროექტი, რომელსაც უნდა ამოეტრიალებინა ეს ქვეყანა მათი გეგმით, ეს იყო პროექტი "ნაცმოძრაობისთვის" და მათი კლასტერისთვის "წარმატებით" უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ეს პროექტი ჩავარდა, არც კომისიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა და არც სიამოვნებთ ამ თემაზე საუბარი. საერთოდ დაივიწყეს და გადადეს გვერდზე ეს თემა - მათი წარუმატებელი, ცრუ პროექტი. 

რატომ ვერ მიჰყავთ ვერცერთი ასეთი პროექტი ბოლომდე? - იმიტომ, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, თორემ სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, ქართველი ხალხის მათ მხარეს იქნებოდა, უბრალოდ ისინი იტყუებიან და ქართველი ხალხი თავს არ იტყუებს," - განაცხადა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები