გერმანიაში 1 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა - შემთხვევა ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება. ოთხ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
პოლიციამ რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაკეტა. ქიმიური ქარხნის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.