28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, დაზიანებული ხიდები, დატბორილი სახლები და ავტომობილები - დასავლეთ საქართველო ძლიერ სტიქიას ებრძვის

დასავლეთ საქართველო ძლიერ სტიქიას ებრძვის - აჭარა, ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეს ის ლოკაციებია, სადაც ძლიერმა წვიმამ დატბორვა, გზების და ხიდების სრულად დაზიანება და სოფლების მოწყვეტა გამოიწვია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი 20-მდე სოფელი და 500-მდე ოჯახი, ძლიერმა სტიქიამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა გარესამყაროს მოწყვიტა სოფელი უშგულიც

უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა აჭარაშიც - გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი დღეს ნახევრად პარალიზებული იყო. ზღვისპირა ქალაქში  წყლის დონემ ძლიერი წვიმის შედეგად იმდენად მოიმატა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილიც დატბორა.

უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებსაც. უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება და მუნიციპალური სამსახურები სტიქიასთან გამკლავებას ამ დრომდე ცდილობს. 

დღის ამბები