28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
დამძიმებული კოვიდვითარება - საქართველომ ჯანმოს​ თხოვნით მიმართა, 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის უფლება მისცეს

წლის განმავლობაში ყველაზე საგანგაშო სტატისტიკა - ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა. მსგავსი ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში 8 თვეა არ დაფიქსირებულა, დაავადების დღიური მაჩვენებელი 9%-ს მიუახლოვდა. კრიტიკულ ზღვარზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც  - მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში COVID-19-მა 180 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საავადმყოფოები და კოვიდსასტუმროები კი გადავსებულია ინფიცირებულ მოქალაქეებით, საქართველოს მაშტაბით არსებული საწოლფონდიდან სულ დარჩენილია 892 ადგილი.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვას თხოვნით მიმართა - მისცეს უფლება 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის.

საკოორდინაციო საბჭო არსებული ეპიდემიოლოგიური მდომარეობიდან გამომდინარე მკაცრი გადაწყვეტილების მიღებას - ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს და საზოგადოებას და ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატივად მასიურ ვაქცინაციას სთავაზობს.

დღის ამბები