28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
წვიმა-ელჭექით, ზღვაზე ღელვა და მეწყრული პროცესები - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

უამინდობა საქართველოში კიდევ 3 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ივლისის დილამდე საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შედეგად გამოწვეული სტიქიური მოვლენების შესახებაც აფრთხილებენ - მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები