28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ჩემთვის დიდი პატივია იუნესკოს სახელით მივულოცო საქართველოს კოლხური ტყეების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა - ერნესტო ოტონე

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

ტერიტორიების unesco-ს რიგებში მოსახვედრად, 2019 წლიდან მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობი სამინისტრო.

"ჩემთვის დიდი პატივია, იუნესკოს სახელით მივულოცო საქართველოს კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა. კოლხური ტყეები და და ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს, რომელიც მილიონობიძთ წლის წინ გადაჭიმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შემორჩენილია პირვანდელი სახით.

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის, მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის. თქვენ დაამტკიცეთ რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური და მემკვიდრეობა,"- აცხადებს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე კულტურის დარგში ერნესტო ოტონე.

დღის ამბები