28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
კოლეგაზე ხელის მოქნევა და დედის გინება უნდა იყოს დასჯადი - ბადრი ჯაფარიძე

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს შესთავაზა, რომ გინებისა თუ ხელის დარტყმისთვის კოლეგების მიმართ, დეპუტატებს გარკვეული სანქციები დაეკისროთ. მისი შეფასებით, სანქციები ძალიან მკაცრი უნდა იყოს. 

"ხელის მოქნევა კოლეგაზე, დედის გინება, უნდა იყოს იმდაგვარად დასჯადი, რომ ეს ადამიანი აღარ უნდა შემოდიოდეს ბიუროს ოთახში და აღარც პარლამენტის დარბაზში. მე გთავაზობთ, რომ ასეთი სანქცია შემოვიღოთ, რადგან სხვაგვარად მივცემთ ცუდ მაგალითს საზოგადოებას,"- მიმართა ჯაფარიძემ კახა კუჭავას.

პარლამენტის თავჯდომარე დაეთანხმა ჯაფარიძის მოსაზრებას და შესთავაზა, აგვისტოს განმავლობაში კონკრეტული კანონპროექტი მოამზადოს. 

"ყველაფერ ამაზე შეგვიძლია ერთად მივიღოთ სანქციები, რომ არ გამოვიდეს ცალმხრივად გაკეთებული, გთავაზობთ, აგვისტო საკმარისი დროა იმისთვის, რომ მოამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტის ცვლილება თუ შიდა განაწესი,"- განაცხადა კუჭავამ. 

ბიუროს სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე და ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დღის ამბები