28 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ზუგდიდში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო - სამეგრელოსთვის ამ ეტაპზე 4000 დოზაა გათვალისწინებული

Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში ზუგდიდიც ჩაერთო. დღეიდან Pfizer-ზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ რუხის კლინიკაში აიცრან.  

კლინიკის ხელმძღვანელის, დავით შონიას განცხადებით, საავადმყოფო სრულად აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით. ასევე გადამზადებული მაღალკვალიფიციური მედპერსონალით.  

პირველი ეტაპის გათვალისწინებით, სამეგრელოში Pfizer-ის 4000 დოზაა გათვალისწინებული, თუმცა მომდევნო კვირიდან იგეგმება დოზების დამატება.  

პარალელურად, რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში აცრა "სინოვაკით",  "სინოფარმითა" და "ასტრაზენეკათია" შესაძლებელი.

დღის ამბები