28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
Pfizer-ზე 154 621 ჯავშანი გაკეთდა - მაღალი აქტივობის გამო ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაიზრდება

Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნაჩუქარი ვაქცინით ყოველდღიურად 8000 ადამიანი უნდა აიცრას. Pfizer საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინაა. მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაზარდა. 3 დიდი ქალაქის გარდა, იმუნიზაციის პროცესში სხვა ქალაქებიც ჩაერთვნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინაზე სულ 154 621 ადამიანი რეგისტრირებული.

"სულ Pfizer-ზე ჯავშანი არის 154 621. დღეს დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა 37 სამედიცინო დაწესებულებაში. მათი დიდი ნაწილი გადავიდა 12-საათიან რეჟიმზე. საათების გაზრდის გამო შესაძლებელი გახდა კიდევ დამატებითი ადგილების დამატება. ეს პროცესი გაგრძელდება და კვირის მანძილზე კიდევ დაემატება.

ჩვენ დღეს პრაქტიკულად გვაქვს გამოსაყენებელი 250 000 მოქალაქისთვის საკმარისი დოზები. რამდენიმე დღეში ჩვენ ვფიქრობთ კიდევ დამატებით დაწესებულებების ჩართვას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები