28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
კახეთში​ Pfizer-ით ვაქცინაცია დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

კახეთში​ Pfizer-ით ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონში მოქმედი ამცრელი დაწესებულებიდან Pfizer-ით იმუნიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ხდება, თუმცა მომავალი კვირიდან დაგეგმილია Pfizer-ით​ ​იმუნიზაციის კაბინეტების რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში დამატებაც, მათ შორის თელავის ყამბარაშვილის კლინიკაში. 

სპეციალისტების განცხადებით, ცივი ჯაჭვის შენარჩუნებისა და ვაქცინაციის პროცესის ზედმიწევნით მაღალკვალიფიციურ დონეზე ჩასატარებლად შექმნილია ყველა პირობა. სპეციალურ მაცივარში მოთავსებული რამდენიმე ასეული დოზა ვაქცინა თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ინახებოდა.

დღის ამბები