28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი კუნძულ სარდინიაზე - იტალია დახმარებას ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვს

იტალია კუნძულ სარდინიაზე ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართავს. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის შედეგად დაიწვა ათასობით ჰექტარი ტერიტორია და უკვე განხორციელდა ათასზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ავიაცია და 7 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. სარდინიისკენ ხანძრის ჩასაქრობად ორი თვითმფრინავი უკვე გააგზავნა საფრანგეთმა.

დღის ამბები