28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
1600-მდე ბავშვი სამებაში - საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

უკვე ორი საათია, სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარების მიუხედავად, ეკლესიის ეზოში ხალხმრავლობაა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანცია დაცული არაა, მრევლის დიდი ნაწილი პირბადით არის.

წელს ნათლობა კოვიდ პანდემიის გამო განსხვავებული წესით, სამების ეზოში მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1600-მდე ბავშვს მონათლავს. სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე მივა და ნათლულებს დალოცავს.

დღის ამბები