1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ პირები, რომლებმაც ქალაქში ბანერები გააკრეს. პლაკატები მასობრივად იყო გაკრული თბილისის სხვადასხვა უბანში. ბანერებზე გამოსახულია პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მედია მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.
"არა ნაცებს! არა ბოროტებას" - ამ სათაურის პლაკატები for.ge-ს რედაქტორისა და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებლის გიორგი იაკობაშვილის ინიციატივით მისი მოძრაობის წევრებმა გააკრეს.