28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
რატომ გაიზარდა პედიატრიული პაციენტების რიცხვი კლინიკებში - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა გაიზარდა. მისივე განცხადებით, ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა და ტემპერატურის მატება, ჯანმრთელობისთვის რისკს არ წარმოადგენს.

"ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო მაღალი გვქონდა გასული ტალღების პერიოდშიც. ახლა დელტა შტამების და სხვა შტამების მოლოდინმა და იმან, რომ შესაძლოა ამას უფრო მძიმე მიმდინარეობა გქონდეს, გარკვეულად შიში გაზარდა და პაციენტების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით, პედიატრიული პაციენტების მშობლები ითხოვენ ჰოსპიტალიზაციას.  

პედიატრიული კლინიკები ცალსახად მიუთითებენ იმაზე, რომ ბავშვები, რომლებიც მოდიან მათთან, არიან საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობის, შესაძლოა ჰქონდეთ ტემპერატურის მომატება, რაც შეიძლება იყოს ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის დროს და არაფერ განსაკუთრებულ რისკს ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს შიშიც უნდა დავძლიოთ იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ სტანდარტული ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკას," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები