28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
გერმანელი ჟურნალისტი სიტუაციის განზრახ დამძიმების გამო გაათავისუფლეს - სტიქიის ზონაში მან სახეზე ტალახი წაისვა

გერმანული ტელეკომპანიიდან ჟურნალისტი სტიქიის ზონაში სიტუაციის ხელოვნურად დამძიმების გამო გაათავისუფლეს. იმისათვის, რომ კადრები უფრო დრამატული ყოფილიყო, რეპორტიორმა სახეზე ტალახი წაისვა.

პირდაპირი ჩართვის დროს კი ჩანს, რომ ჟურნალისტს ხელებზე ხელთათმანები უკეთია და ნიჩაბი უჭირავს, თითქოს მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობს.

ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები რეპორტიორს ადგილობრივებმა გაავრცელეს.

დღის ამბები