28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"კურიერმა" ზუგდიდში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გაარკვია

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა 2 დღის წინ მომხდარი შემთხვევის ახალი დეტალები. ირკვევა, რომ პირი აღიარებს, რომ კადრებში რომელიც "კურიერმა" მოიპოვა თავად არის, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს, რომ მკვლელობა განზრახ ჩაიდინა.

ასევე ცნობილი გახდა რომ გამოძიებამ ორი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

"კურიერმა" სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გარდა, მოიპოვა დაკავების ოქმიც სადაც მითითებულია დაკავების დროც, ირკვევა, რომ მამაკაცი საკუთარ სახლში მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს და მას მცირე დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

დღის ამბები