28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
სიგარეტის მოწევა, შესაძლოა, მალე ტაქსიშიც აიკრძალოს - რა ცვლილებებია მოსალოდნელი კანონში

სიგარეტის მოწევა, შესაძლოა, მალე ტაქსიშიც აიკრძალოს, ასევე მანქანებში, რომლებშიც ბავშვები სხედან. "დაავადებათა კონტროლის" ინიციატივა სულ მალე პარლამენტში შევა. 

ქვეყანამ თამბაქოსთან დაკავშირებით მასშტაბური აკრძალვები 2017 წელს ამოქმედდა. მაშინდელი საკანონდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ შედეგი უკვე არის - სტატისტიკის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა. გულთან დაკავშირებული პრობლემებით კი სამედიცინო დახმარების გამოძახება 20%-ით.

ამ ეტაპზე, საკანონდებლო ცვლილებებზე სპეციალისტები და ექსპერტები ჯერ კიდევ მუშაობენ. დოკუმენტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება, სწორედ დეპუტატებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება აიკრძალება, თუ არა ტაქსებსა იმ ავტომობილებში მოწევა, სადაც ბავშვი იჯდება.

დღის ამბები