28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ახალი აღმოჩენა 3 სახეობის გენეტიკის ისტორიაში - კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სამხრეთ კავკასია კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინია

წამყვან სამეცნიერო ჟურნალში "Current Biology" გამოქვეყნდა სტატია "სედიმენტიდან მიღებული 25 000 წლის წინანდელი დნმ-ი, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომის სეკვენირებული შკალა". მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა ზედაპალეოლითური ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების შედეგებს, რომელიც ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას იძლევა.

კვლევამ გამოავლინა სავარაუდოდ გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა ზედაპალეოლითური ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში. სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინათაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.

დღის ამბები