28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მასშტაბური ვაქცინაცია რეგულაციების პრევენციისთვის - ორშაბათიდან აცრა უკვე 4 პრეპარატით იქნება შესაძლებელი

Pfizer-ით ვაქცინაცია ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. თბილისის გარდა, იმუნიზაციის პროცესისთვის სხვადასხვა ქალაქშიც აქტიურად ემზადებიან, შესაბამისი ტექნიკით ამცრელი კაბინეტები უკვე აღიჭურვა. განსაკუთრებული მზადებაა იქ, სადაც Pfizer-ით ვაქცინაცია პირველად იწყება.

ვიდრე Pfizer-ით ვაქცინაცია აქტიურად დაიწყება, გრძელდება სხვა, უკვე ხელმისაწვდომი პრეპარატებით აცრები, მათ შორის ვაქცინაციის პროცესში დღეს სამხედროები და მეზღვაურები ჩაერთვნენ.

პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა, რომ იმუნიზაციაა თანხმდებიან სპეციალისტები, ისინი, ვინც COVID-19-ის წინააღმდეგ ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან იბრძვიან. 

კოვიდვითარება ქვეყანაში მძიმდება, ყოველ დღე ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია. დამატებითი შეზღუდვებისგან თავის არიდებისთვის კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ და მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ვაქცინაცია ამ ეტაპზე 4 პრეპარტით მიმდინარეობს.

დღის ამბები