28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთბრალდებები რეჟიმში - სახელმწიფოს საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე ვითარება დაძაბულია

სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე ვითარება ისევ დაიძაბა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაპირისპირებას ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას სომხური მხარეც.

"სომხეთის სამხედრო ძალებს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით იქამდე არ გაუხსნიათ, სანამ თავად აზერბაიჯანელებმა არ გახსნეს ცეცხლი სომხურ პოზიციებზე. ინტენსიური სროლის შედეგად, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან მორიგ პროვოკაციას წარმოადგენდა, სომხეთის შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მსუბუქად დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-ნათქვამია ოფიციალური ერევანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აზერბაიჯანი სომხეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს. 

"სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვედის რაიონის სოფელ არაზდაიანის თავზე აზერბაიჯანული საზენიტო იარაღის, სავარაუდო სროლის შესახებ, მათი მხრიდან მორიგ დეზინფორმაციას წარმოადგენს. ჩვენი შენაერთების მიერ არცერთი უპილოტო საფრენი აპარატი ამოქმედებული არ იყო,"-ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში. 

დღის ამბები