28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის, 2 საათში 107 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 2 საათის განმავლობაში Pfizer-ით ვაქცინაციის მსურველი 107 ათასი მოქალაქე დარეგისტრირდა.

მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის საიტი booking.moh.gov.ge, ამ ეტაპზე, შეუფერხებლად მუშაობს.

"პირველი 10-15 წუთის განმავლობაში დიდი ნაკადის გამო საიტის მუშაობა იყო შედარებით ნელი, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა. ამჟამად, საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ აღინიშნება.

დაუყოვნებლივ sms-ი, ამ შემთხვევაში, აღარ იგზავნება, sms-ს მითითებული ტელეფონის ნომერზე, ჯავშნის დადასტურებით მოქალაქე მიიღებს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

ორ საათში 107 ათასში მოქალაქის რეგისტრაცია მიუთითებს იმას, რომ საზოგადოების მოლოდინი და არჩევანი არის Pfizer-ის მხარეს, მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქტივობა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებზე, ასევე, AstraZeneca​-ზეც მზარდია,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

დღის ამბები