28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს, საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა.

"მე და ნიკა წარმოვადგენთ სხვადასხვა გუნდს, გვაქვს განსხვავებები, გვიკამათია და კიდევ ვიკამათებთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვაცხადებთ ერთიან ბრძოლას, რადგან დგება მომენტები, როდესაც უნდა დადგე ვიწრო პარტიულ და ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა და ანახო ერთიანობის ძალა იმ ჯგუფს, რომელიც ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს, რომლისთვისაც სახელმწიფო არის ტერიტორია საკუთარი კეთილდღეობისთვის," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიცე მერობის კანდიდატად დაასახელა.

დღის ამბები