28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ნიკა მელია თბილისის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს

ნიკა მელია თბილისის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს - ცოტა ხნის წინ საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად თავად ნიკა მელიამ დაასახელა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის კანდიდატად დასახელებას არც მედია, არც კოლეგა პოლიტიკოსები და არც სტუმრები არ დაასწრეს.

"ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს.

ნიკა მელიამ ამომრჩეველს ერთიანი სატელევიზიო სიგნალით მიმართა:

"მე კვლავ ვდგავარ თქვენს წინაშე. ვდგავარ მრავალსირთულეგამოვლილი, ალბათ ბევრად ძლიერი, ვიდრე როდესმე. ვდგავარ ასევე რაღა დაგიმალოთ და ამაყი იმით, რომ ამდენი უსამართლობისგან კი არ გავბოროტდი, პირიქით, ბევრად მეტად მიყვარს ადამიანები და ბევრად მეტად მინდა ვიზრუნო მათზე, ვიდრე ოდესმე. დღეს ბევრად უკეთ მესმის რა არის უსამართლობა, ვიდრე ოდესმე. უსამართლობა, რომელმაც ერთ დღესაც ნებისმიერი ჩვენგანის კარზე შეიძლება მოაკაკუნოს და ამასაც არ დაგიმალავთ. აქ მე მინდა ჩემი გამოცდილებით ვიყო გარანტი, რომ  ეს აღარ მოხდება არასოდეს. დადგა ქართველი ხალხის გამარჯვების დრო," - განაცხადა ნიკა მელიამ.

 ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" და "ძალა ერთობაშიას" თბილისის მერობის საერთო კანდიდატი იქნება.

დღის ამბები