28 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა 

ყირიმ-კონგოს ცხელებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისში ახალციხის კლინიკიდან 2 დღის წინ გადმოიყვანეს. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, 49 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისას უკვე საკმაოდ მძიმე იყო. მას მრავალმხრივი გართულებები აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma).

პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, ექიმისთვის დროულად მიმართვის შემთხვევაში ლეტალური შედეგი არ დადგებოდა. 

დღის ამბები