28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
"იტყვიან, გამყრელიძე წყალშიც მოითხოვს პირბადესო" - ამირან გამყრელიძე დამსვენებლებს ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენებას ურჩევს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მყოფ დამსვენებლებს ურჩევს, რომ იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და დისტანციის დაცვა ჭირს, პირბადე ღია სივრცეებშიც გამოიყენონ:

"მეც სიამოვნებით ვისეირნებდი დრო რომ მქონდეს ბათუმის ბულვარზე. იმდენი ხალხი რომ სეირნობს, ჯობია საკუთარი და სხვისი დაცვისთვის იმ სეირნობის დროს გვეკეთოს პირბადე. ახლა გამაკრიტიკებენ, იტყვიან, გამყრელიძე წყალშიც მოითხოვს პირბადესო, არა, ბატონებო, როცა ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავს, სასურველია, რომ გვეკეთოს პირბადე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები