28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მის ორგანიზმში დაფიქსირდა ძალიან მაღალი დოზით ნარკოტიკული ნივთიერება, საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ - შს მინისტრი ლაშქარავაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს​ შესთავაზეს, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პროცესი დასრულდება, კიდევ ერთხელ ჩაატარონ ექსპერტიზა, უფრო მაღალკვალიფიციურ, უცხოელ ექსპერტებთან, თუკი ამას მოისურვებენ.

მისივე თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტებიც არიან ჩართულები, რაც გარდაცვლილის ოჯახს თავად შესთავაზეს. 

"ექსპერტიზის ქიმიური დასკვნით, რომელიც არის ძალიან სწრაფი და არ სჭირდება 25 დღე, მის ორგანიზმში დაფიქსირდა ძალიან მაღალი დოზით ნარკოტიკული ნივთიერება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა გადაჭრით თქმა, რომ სწორედ ეს ნივთიერება გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შს მინისტრი პასუხობს, რომ საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ.

"იცით, რომ ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, სხვათა შორის, და ოჯახმა ჩართო. ასევე, შეთავაზებული გვაქვს, რომ ამ ექსპერტიზის შემდეგაც ჩავრთოთ უფრო მაღალკვალიფიცირებული ექსპერტები. მე, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ არ ვაყენებ ქართველ სპეციალისტებს, მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ ოჯახი დარწმუნდეს იმაში, რომ ეს მართლაც ასეა.

შევთავაზეთ, რომ ჩავატაროთ უცხოეთში, თავად მოიძიონ, აირჩიონ რომელი ქვეყანა უნდათ, ჩვენ დაველაპარაკებით და ჩავატაროთ კიდევ ერთხელ იმის დასადგენად, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი,"-განაცხადა შს მინისტრმა. 

დღის ამბები